ნეონატოლოგიური ცენტრი ,,N ქირონ +“ გაიხსნა 2014 წლის 5 სექტემბერს, რომლის საქმიანობას წარმოადგენს ,,ახალშობილთა ინტენსიური თერაპიისა“ და

,, დროულ და დღენაკლულ ახალშობილთა“ მოვლის განყოფილება. სამსახური დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, მკურნალობის პროცესში არის ჩართული შესაბამისი პროფილის კონსულტანტები. სამსახური აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, 24 სთ-იან რეჟიმში შესაძლებელია ჩატარდეს ყველა აუცილებელი გამოკვლევა. პაციენტს ვთავაზობთ სრულ ნეონატალურ სერვისს, როგორც მძიმე, ისე გამოსაზრდელი ახალშობილების მართვისათვის, გათვალისწინებულია პაციენტის ბინაზე გაწერის შემდგომი მეთვალყურება.

ჩვენი ექიმები:

ნეონატოლოგიურ ცენტრ ,,N ქირონ+“-ს სამედიცინო მიმართულებით ხელმძღვანელობს მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გელა მეცხვარიშვილი. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალი კლასის პროფესიონალებით. ინტენსიური თერაპიის სამსახურს ხელმძღვანელობს თამარ დანელია, მასთან ერთად კლინიკაში მოღვაწეობენ სხვა ექიმი-რეანიმატოლოგები უდიდესი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები. მასათანავე კლინიკა მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის ,,შიბას სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“-ს ნეონატოლოგიურ დეპარტამენტთან. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში სტაჟირებას და გადამზედებას გადის ჩვენი კლინიკის საშუალო მედ პერსონალი, რომლებიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე უდიდეს როლს ასრულებ ახალშობილთა მკურნალობასა და გამოჯანმრთელებში.

სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. ფუნქციონირებს პედიატრიული ამბულატორია – პედიატრის, ბავშთა ნევროპათოლოგის, ქირურგის, ნეიროქირურგის, ორთოპედის, გენეტიკოსის, ნეფროლოგის, დერმატოლოგის შემადგენლობით. ასევე ექოსკოპიური კვლევის კაბინეტი კარდიოლოგიური, ნეიროსკოპიული და ორთოპედიული მიმართულებით. კლინიკას აქვს მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური ლაბორატორია. „N ქირონ+“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური კუვეზებით. ეს გვაძლევს საშუალებას ახალშობილს შეექმნას დედის მუცელთან მიახლოებული გარემო, რაშიც იგულისხმება: სითბოს შენარჩუნება, ტენიანობის განსაზღვრა, ტრიალი, პატარებისთვის სპეციალური პოზის მიცემა და ა.შ.

კლინიკას ჰყავს საკუთარი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელიც დაომპლექტებულია ორი მობილური რეანიმაციული ბრიგადბით. ხორციელდება გასვლები ქვეყნის მასშტაბით მძიმე პაციენტებისათვის ადგილზე დახმარების გასაწევად და ასევე ტრანსპორტირება კლინიკაში

ჩვენ ვართ სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა, ასევე ვართ რეზიდენტურის პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებლები. ასე რომ, ჩვენ არამარტო პრაქტიკულ, არამედ სამეცნიერო და სასწავლო პროცესებშიც ვართ ჩართული.

კატასტროფის ბრიგადა

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipielit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

რეანიმაციული განყოფილება

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipielit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

ინტენსიური თერაპიის განყოფილება

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipielit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.

ლაბორატორიული სერვისები